weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარლის მერია ნინი ქარსელაძის კონცერტს 6249 ლარით დააფინანსებს

14:17 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალსოფლის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რისთვისაც მომღერალს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6249 ლარს გადაუხდიან.

ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის შესაბამისი ბრძანება On.ge-მ გამოაქვეყნა. „რეგინფო“ მერს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბრძანებაში მითითებული თანხა 6249 ლარი შეცდომით არის ჩაწერილი და რეალურად, ნინი ქარსელაძე-ჟორდანიასთვის 4000 ლარის გადახდას აპირებენ. როსტომ სესიაშვილის თქმით, ამ თანხაში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ჰონორარიც შედის.

ყვარლის მერის განმარტებით, ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ მოწვევა ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა.

„მაგალითად, გავაზის სახალხო დღესასწაულზე „ნიკოლშოუ“ ჩამოდის, ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე - ნოდიკო ტატიშვილი და ა.შ. მომღერლები ჩამოდიან იმის მიხედვით, თუ რა სურს ადგილობრივ მოსახლეობას. მეტნაკლებად კვლევას ატარებენ ადგილობრივი წარმომადგენლები. გასულ წელსაც იყვნენ ჩამოსულები „ქუჩის ბიჭები“, გავაზში. წელს მარტო ნინი ქარსელაძე არ იმღერებს, ჩამოდიან „ქუჩის ბიჭებიც“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ახალსოფელში სახალხო დღესასწაული 30 აპრილს აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]